❓ რა შემთხვევაში დაექვემდებარება საქართველოს მოქალაქე კარანტინის გავლას საქართველოში შემოსვლისას?

🔊 კარანტინი სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გარკვეული დათქმით იხსნება.

🔵 საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კარანტინის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ისინი.

🚌 აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

🔸 პირი ვალდებულია იმყოფებოდეს საკარანტინე სივრცეში საზღვრის კვეთიდან 8 დღის (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან) განმავლობაში.

🔸 საკარანტინე სასტუმროს დატოვების წინ პირს უტარდება PCR კვლევა. სასტუმროს დატოვებამდე PCR კვლევა სავალდებულოა.

🔎 დეტალური ინფორმაცია კარანტინის წესების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://e.gov.ge/lfYuT