ავიაკომპანია FLYONE ARMENIA-მ 2026 წლის 25 მაისიდან ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. ა
ღნიშნულ საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში სამი სიხშირით შესრულდება. მგზავრებს ერევანსა და ბათუმს შორის გადაადგილება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ. ავიაბილეთების შეძენა და დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.












