საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. უწყებაში გამართული სამუშაო შეხვედრების მიზანს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა ფუნქციურ ეფექტურობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის (FRMS) დანერგვის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე, სააგენტოს სპეციალისტებმა კოლეგებს გააცნეს უწყების მიერ შემუშავებული მარეგულირებელი წესები, FRMS-ის დანერგვის ფაზები და მათთან დაკავშირებული პრაქტიკული ასპექტები, ასევე, საავიაციო ხელისუფლების მიერ მეთვალყურეთა დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის ზედამხედველობის მეთოდოლოგია. ვიზიტი დასასრულს ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები „საქაერონავიგაციას“ ესტუმრნენ.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით, სააგენტომ საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესი 2023 წელს მიიღო. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნები ძალაში 2024 წლის პირველი დეკემბრიდან შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად არის ჩართულის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტებში, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას და გაძლიერებას ICAO-ს სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის დანერგვის პროცესში.