ივნისის მონაცემებით ევროკავშირში კომერციული ფრენების რაოდენობა, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით, 74%-ითაა აღდგენილი. Eurostat-ის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში ევროკავშირში კომერციული ფრენების რაოდენობა 2019 წლის ივნისთან შედარებით 16%-ით შემცირდა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ფრენები ევროპის ქვეყანაში შემცირდა, გარდა ისლანდიისა და საბერძნეთისა, სადაც 2022 წლის ივნისში 2019 წლის ივნისთან შედარებით კომერციული ფრენების სეგმენტში ზრდა 2,3%-სა და 1,3%-ის დონეზეა.
Eurostat-ის მონაცემებით, ივნისში კომერციული ფრენები ყველაზე მეტად სლოვენიაში შემცირდა. არსებულ მაჩვენებლებზე დაკვირვებით დგინდება, რომ ივნისში სლოვენიაში შემცირებამ 40,2%-ი შეადგინა, ხოლო ლატვიაში -37.6%.
სოლიდური კლება დაფიქსირდა ასევე ფინეთში (31%), ჩეხეთსა (30,3%) და ბულგარეთში (30,3%). ივნისის სტატისტიკით მნიშვნელოვანი კლება იყო შვედეთსა (24,3%) და ესტონეთში (23,1%).
კომერციული ფრენების ყველაზე ნაკლები შემცირება ლუქსემბურგსა და პორტუგალიაში დაფიქსირდა. 2022 წლის ივნისში 2019 წლის ივნისთან შედარებით კომერციული ფრენების შემცირებამ ლუქსემბურგში 1%-ი შეადგინა, ხოლო პორტუგალიაში 2,4%-ი.