თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა 2022 წლის პირველ ნახევარში 30,9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2019 წლის იმავე პერიოდში, ვიდრე პანდემია გლობალურ მოგზაურობასა და ტურიზმის ინდუსტრიას “დაარტყამდა”, ავიაგადამზიდავმა 35 მლნ-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იანვარ-ივნისში მგზავრთა დატვირთვის კოეფიციენტმა 75,6% შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 80,1%-ი.

ავიაკომპანიამ 2022 წლის იანვარ-ივნისში 7,8 მლნ შიდა მგზავრი გადაიყვანა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 9,6 მლნ იყო, ხოლო საერთაშორისო მგზავრების რაოდენობა, პანდემიამდე მაჩვენებელებთან შედარებით, 3,6%-ით 19,3 მილიონამდეა შემცირებული.

მხოლოდ ივნისში გადამზიდავმა მთლიანი სამგზავრო ტრაფიკი 4,4%-ით და 6,9 მილიონამდე გაიზარდა. შიდა რეისებზე ავიაკომპანია ივნისში 11,6 მლნ მგზავრს მოემსახურა, ხოლო საერთაშორისო მგზავრების რაოდენობამ 19,3 მლნ მგზავრი შეადგინა.
2019 წლის ივნისთან შედარებით Turkish Airlines-მა აზარდა რეისების რაოდენობა და გააფართოვა საკუთარი ავიაფლოტი 338 თვითმფრინავიდან 380-მდე.