კერძი კრიკეტებით იაპონური ავიაკომპანიის ბორტზე უკვე ხელმისაწვდომია. ავიაკომპანია Zipair-ი მგზავრებს ეკოლოგიურად სუფთა ბორტკვებას სთავაზობს. Zipair-ის მენიუში უკვე შედის ჩილის ტომატის ბურგერი და ასევე ზღვის პროდუქტების მაკარონი “პესკატორე”, თოთო კერძი 11 დოლარად. საგულისხმოა, რომ ორივე კერძი შეიცავს კრიკეტის ფხვნილს.
ავიაკომპანიის ქეითერინგის კომპანიის შეფ-მზარეული კეიტა მასუდა, რომელმაც აღნიშნული კერძები შექმნა, ამბობს, რომ საკვები მწერი მდიდარია ცილებით, ხოლო მის ფხვნილს აქვს კრევეტების და თხილის არომატი და მისი გამოყენება აძლიერებს უმამის (მაღალ ცილოვან ნივთიერებებს) გემოს.
იმავდროულად ავიაკომპანია Zipair-მა დანერგა პოლიტიკა, რომელიც ახორციელებს კერძების მიწოდებას მხოლოდ იმ მგზავრებისთვის, რომლებიც წინასწარ შეუკვეთავენ საკვებს.
Zipair-ის “შვილობილი” დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Japan Airlines-ი ამ გადაწყვეტილებას ხსნის არა ხარჯების დაზოგვით, არამედ ყოველ ფრენაზე საკვების ნარჩენების რაოდენობის შემცირების სურვილით.