Atlas (atlaslovestravel.com) მნიშვნელოვნად აფართოებს შესაძლებლობებს ტურისტული პარტნიორებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, Wizz Air-თან, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ულტრა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან, პირდაპირი სადისტრიბუციო პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში.

პარტნიორობა აძლიერებს Atlas-ის ინტელექტუალურ ეკოსისტემას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ემატება API-ზე დაფუძნებული ტურისტული ტექნოლოგიური კომპანიის გლობალურ ქსელს.

თანამშრომლობის ფარგლებში, Atlas-ის პარტნიორები მიიღებენ პირდაპირ, სანდო API წვდომას Wizz Air-ის 185 მიმართულებაზე 45 ქვეყანაში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. პარტნიორობის დაწყებისთანავე ხელმისაწვდომი იქნება დამატებითი სერვისებიც, მათ შორის ფრენის პროცესში ადგილის არჩევა, რეგისტრირებული ბარგი და ხელბარგი პრიორიტეტულ ჩასხდომასთან ერთად.

Wizz Air-ისთვის ეს პარტნიორობა ახალ სადისტრიბუციო შესაძლებლობებს ქმნის, ამავდროულად ინარჩუნებს იმ კონტროლს, მომსახურების ხარისხსა და მომხმარებლის გამოცდილებას, რომელიც ავიაკომპანიის მომხმარებელზე ორიენტირებული ხედვის საფუძველს წარმოადგენს.

„დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების დისტრიბუციის მომავალი მხოლოდ კონტენტის დამატებას არ გულისხმობს — მნიშვნელოვანია, ეს კონტენტი იყოს უფრო ინტელექტუალური, უფრო სანდო და უფრო მარტივად გასაყიდი. Wizz Air-თან ეს პარტნიორობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ტურისტულ პლატფორმებს ზრდის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარება, უფრო ძლიერი მომხმარებელზე ორიენტირებული შესაძლებლობებისა და მოთხოვნად ავიაკონტენტზე უფრო მასშტაბური წვდომის საშუალებით,”— განაცხადა Atlas-ის ოპერაციულმა დირექტორმა, კლაივ ეშმორ ბატლერმა.

„Atlas-თან პარტნიორობით, Wizz Air-ის ქსელზე წვდომას ვაფართოებთ და ვაძლიერებთ ჩვენი კონტენტის გავრცელებას გლობალურ ტურისტულ ეკოსისტემაში,“ — განაცხადა Wizz Air-ის კომერციულმა დირექტორმა, სილვია მოსკერამ. „Atlas-თან დაკავშირებული ტურისტული პლატფორმებისთვის Wizz Air-ის ტარიფებსა და დამატებით სერვისებზე პირდაპირი და API ინტეგრაციით წვდომის უზრუნველყოფით, ხელს ვუწყობთ უფრო სანდო, მასშტაბურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სადისტრიბუციო მოდელს. ეს თანამშრომლობა ჩვენს მზარდ ქსელში მგზავრებს კიდევ უფრო მეტ არჩევანს, მოქნილობასა და კომფორტს სთავაზობს. Let’s WIZZ!”

Atlas-სა და Wizz Air-ს შორის პარტნიორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების გაყიდვებზე ორიენტირებული ეკოსისტემის ევოლუციას — ინდუსტრია ეტაპობრივად ტოვებს ფრაგმენტულ წვდომის მოდელებს და გადადის გრძელვადიან, პარტნიორობაზე დაფუძნებულ და მასშტაბირებისთვის შექმნილ სადისტრიბუციო მოდელზე.

ტურისტული პლატფორმებისთვის ეს მხოლოდ გაფართოებულ ტარიფებზე წვდომას არ ნიშნავს. პარტნიორობა უზრუნველყოფს უფრო მაღალ სანდოობას, სერვისის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს, დამატებითი სერვისების უფრო ეფექტიან გაყიდვასა და მეტ ნდობას იმ კონტენტის ხარისხისა და უწყვეტობის მიმართ, რომელსაც ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ — განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ავიაკომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ გაყიდვების ინტეგრაციასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას სხვადასხვა სადისტრიბუციო არხში.

Atlas-ის შესახებ

Atlas (atlaslovestravel.com) გლობალური travel-tech კომპანიაა, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების (LCC) retailing-ისა და მონაცემთა ანალიტიკის სრულ გადაწყვეტას სთავაზობს პარტნიორებს. კომპანია აერთიანებს 140-ზე მეტი LCC-ის ფრაგმენტულ კონტენტს და ზრდას ყოველდღიურად განხორციელებული 1 მილიარდზე მეტი გლობალური ძიების ანალიტიკის საშუალებით უზრუნველყოფს. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე ხუთწლიანი ექსკლუზიური ფოკუსითა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული მიდგომით, Atlas ერთდროულად წარმოადგენს როგორც ავიაკომპანიების პირდაპირ პარტნიორს, ისე ტურისტული გაყიდვების მხარდამჭერ პლატფორმას. კომპანიას ენდობიან ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორებიცაა AirAsia და Ryanair, ასევე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიები, მათ შორის Pegasus Airlines. Atlas-ი LCC retailing-ს უფრო მარტივ, ჭკვიანურ და მასშტაბურ პროცესად გარდაქმნის. Atlas-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: Atlas

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air ოპერირებს 264 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდით. გამოცდილი საავიაციო პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air 2025 ფინანსურ წელს 63.4 მილიონი მგზავრისთვის სასურველ არჩევანად აქცია. Wizz Air ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი WIZZ-ის ტიკერით. Wizz Air ასევე აღიარებულია „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად” 2021-2025 წლებში World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში. 2026 წელს, Cirium-ის — საავიაციო ანალიტიკური კომპანიის შეფასებით, Wizz Air-მა გლობალური ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამო. 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards Gala-ზე კომპანიამ მიიღო ჯილდო „Sustainable Airline of the Year 2025”.