ევროპულმა ავიამშენებელმა Airbus-მა 2020 წლის განმავლობაში ბაზრისთვის მიწოდებული თვითმფრინავების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ Airbus-მა შარშან 87 დამკვეთს 566 საჰაერო ხომალდი მიაწოდა, რაც 34.4%-ით ნაკლებია 2019 წელს მიწოდებული თვითმფრინავების რაოდენობასთან. 

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, Airbus-ის მიერ დამკვეთისთვის მიწოდებული ხომალდების ჩაშლა ასეთია: 

• A220 – 38 ერთეული

• A320 – 446 ერთეული (431 neo)

• A330 – 19 ერთეული(13 neo)

• A350 – 59 ერთეული

• A380 – 4 ერთეული

მიწოდებული ახალი თვითმფრინავების 25%-ი განაცხადების მიღების ელექტრონული სისტემის საშუალებით განხორციელდა, რომელიც კონცერნმა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ დანერგა.

2020 წელს Airbus-მა მიიღო შეკვეთები 383 ახალ თვითმფრინავზე, რომელთაგან 268 წმინდა შეკვეთაა. შეკვეთების უმეტესობა A320 ოჯახიდანაა – 296 თვითმფრინავი, მათ შორის 37 ერთეული A321XLR თვითმფრინავი.

2020 წელს Airbus-თვის შეკვეთილი თვითმფრინავების საერთო პორტფელი 7,184 ერთეულს შეადგენს.