ნავარაუდებია, რომ ტურისტების საერთაშორსო ნაკადები შემცირდება 58%-დან 78%-მდე წლის ბოლოსთვის. როგორც tourister.ge ანალიტიკურ პორტალ StockApps.com-ის გამოთვლებზე დაყრდნობით წერს, მსოფლიო ეკონომიკას ტურიზმის ექსპორტისგან დააკლდება  910 მილიარდიდან 1,2 ტრილიონ ა.შ.შ.დოლარამდე. ეს იმ ფონზე, როდესაც ტურიზმის ექსპორტი გახლდათ 1,5 ტრილიონი ა.შ.შ დოლარი 2019 წლისთვის.

გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიხედვით კი აღნიშნული პროცესები ტურიზმში მსოფლიო მშპ-ს მოაკლებს 1,5%-დან 2,8%-მდე. ეს კი ნიშნავს 1,17 ტრილიონიდან 2,22 ტრილიონ ა.შ.შ. დოლარამდე დანაკლის გლობალური ეკონომიკისთვის.

ტურიზმი წარმოადგენს ექსპორტის სიდიდით მესამე სექტორს მსოფლიო ეკონომიკაში. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატრა კუნძულებზე არსებული განვითარებადი (SIDS) ქვეყნებისთვის, რადგანაც ამ ქვეყნების ექსპორტის 30% უკავია. მაგალითად, კუნძულ-სახელმწიფო სანტა-ლუსიისთვის ეს ციფრი საერთოდაც 90% აღწევს.

ტურიზმი განაპირობებს მსოფლიო ვაჭრობის 7%-ს და ასაქმებს ყოველ მე-10 ადამიანს.