საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა Saudia Airways-ის გენერალურ დირექტორთან, იბრაჰიმ ალ-ომართან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ავიაკომპანია Saudia-ს მიერ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყების შესაძლებლობა.
საუბარი ასევე შეეხო Saudia Group-ის შვილობილი ავიაკომპანიის, Flyadeal-ის მიერ საქართველოს მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაზრდასა და სეზონური ოპერირებიდან რეგულარულ რეისებზე ეტაპობრივ გადასვლას.
მხარეებმა ასევე განიხილეს Saudia Cargo-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაზრდის მიზნით.