მსოფლიო ტურისტების თითქმის 2/3 ავიატრანსპორტით გადაადგილდება – 2018 წელს ესეთი ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ტურისტების 58%-ი შეადგინა.  2018 წელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 1.4 მლრდ შეადგინა. ყველაზე პოპულარულ მიმართულებად კი ისევ ევროპული ქვეყნები სახელდება, რომელზედაც საერთაშორისო ტურისტების 51%-ი მოდის.

იმ ქვეყნების რეიტინგში, რომელთაც ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს აშშ ლიდერობს. ხოლო იმ ქვეყნების სათავეში, რომლის მოქალაქეებმაც მოგზაურობაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს ჩინეთი უდგას.