ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით გრძელდება.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში, საქართველოში  165,626 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, აღდგენა  2019 წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +35.3%-ია,  2021 წლის თებერვალთან შედარებით კი ზრდამ  +297% შეადგინა.

თებერვალში განსაკუთრებით გაიზარდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა.  2022 წლის მეორე თვეში საქართველოში 137,148 საერთაშორისო ტურისტი ვიზიტი შედგა, აღდგენა  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +55.4%-ია, ხოლო 2021 წლის თებერვალთან შედარებით ზრდამ  +282% შეადგინა.

ტურიზმის აღდგენის სწრაფი დინამიკა აისახება შემოსავლებზეც. 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  105,218,484 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 62.2%-ით  აღდგენაა.  2021 წლის თებერვალთა შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 91,568,460 (+670.8%)  აშშ დოლარით  გაიზარდა.