ამერიკულმა საავიაციო გიგანტმა Boeing-მა ოფიციალურად დაადასტურა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებასთან შეთანხმების გაფორმება თვითმფრინავების მსხვილი პარტიის შეძენის შესახებ. საუბარია პირველად ტრანშზე, რომელიც 200 ხომალდს მოიცავს, თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.
როგორც ავიამშენებელი კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ჩინეთში გამართული ვიზიტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და მათ მთავარ მიზანს მიაღწიეს — ჩინური ბაზარი Boeing-ის თვითმфრინავების ახალი შეკვეთებისთვის კვლავ გაიხსნა. კომპანია ელოდება, რომ ამ პირველ ვალდებულებას მომავალში ახალი შეთანხმებებიც მოჰყვება. მენეჯმენტმა ასევე ღრმა მადლიერება გამოხატა პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართ, რომლებმაც ამ ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმების მიღწევას მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი.












