საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრში  ბორტგამყოლის 3-თვიანი სასწავლო კურსი იწყება.
პროგრამის აღწერა:
ყოველი მოგზაურობის წინ აუცილებელია პირველი ნაბიჯის გადადგმა და ბორტგამყოლის მოსამზადებელი კურსი დამწყებთათვის ყველაზე პირველი ნაბიჯია ბორტგამყოლის კარიერისკენ.
ეკიპაჟის წევრები საწყისი მომზადების ფარგლებში იძენენ აუცილებელ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც ნებისმიერი ბორტგამყოლისთვის
შეუცვლელია. ეს კურსი მოიცავს ისეთ სპეციფიკურ საკითხებს, როგორებიცაა:
მგზავრების მომსახურება, ფრენის უსაფრთხოება, მათ შორის, საავიაციო მოწყობილობების უსაფრთხოება, საავარიო პროცედურები, ავიაციის უსაფრთხოების ასპექტები, ბრძოლა ცეცხლთან და კვამლთან, ასევე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
✅საწყისი მომზადების გავლისა და ლიცენზიის მინიჭების შემდეგ, შეგიძლიათ სწავლა განაგრძოთ და გაიროთ ტრეინინგი კონკრეტული თვითმფრინავის მოდელისთვის.
✅დაშვების წინაპირობა: ბორტგამყოლის კურსის გავლის მსურველი უნდა იყოს: მინიმუმ 18 წლის, ინგლისური ენის დონე – B2;
✅პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე.
✅პროგრამის სტრუქტურა: სტუდენტები გაივლიან 228-საათიან მომზადებას.
რეგისტრაციის გავლისა და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, ოთარი ბრეგაძე ტელეფონი: 599 75 69 56
ელ-ფოსტა: o.bregadze@ssu.edu.ge
✅რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 18.03.2022