საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციას” და სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს ავიამეტეოცენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
საავიაციო შემთხვევათა პოტენციური რისკების შემცირების მიზნით, „ICAO Euro doc 014“ შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულება, არეგულირებს ავიაციისთვის განსაკუთრებით საშიში ამინდის მოვლენების შესახებ სპეციალური მეტეოროლოგიური შეტყობინება – SIGMET-ის კოორდინირებულად გამოიცემას.
მოცემული პროცედურა გაზრდის საქართველოს და სომხეთის მეტეოროლოგიური სამსახურების მუშაობის ეფექტურობას. თანამშრომლობის ფარგლებში უახლოეს მომავალში მოხდება საზღვართან ახლოს განვითარებული ავიაციისთვის საშიში ამინდის მოვლენების წინასწარი ინფორმირება და კოორდინირება, რათა მინიმუმამდე დავიდეს ამინდთან დაკავშირებული საავიაციო რისკები.
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს ავიამეტეოცენტის დირექტორმა ტატული აირაპეტიანმა.