“საქაერონავიგაცია“ ქუთაისის ობიექტზე დამონტაჟებული ინსტრუმენტალური დაფრენის სისტემისთვის (Instrument landing system (ILS)) სათადარიგო ნაწილებს ყიდულობს. აღნიშნული გარიგების ბიუჯეტი 63 737 აშშ დოლარია და ნაწილებს სახელმწიფო კომპანია გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენს. ირკვევა, რომ „საქაერონავიგავია“ საჭირო დეტალებს Systems Interface Limited -გან იყიდოს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ Systems Interface Limited-გან შეიძინა შპს “საქაერონავიგაციამ” 2011 წლის 29 ივლისის NAS/25/07/11 ხელშეკრულებით მანძილმზომი მოწყობილობა (Distance Measuring Equipment (DME) და ინსტრუმენტალური დაფრენის სისტემა (Instrument landing system (ILS)) თანმდევი მომსახურებით.

საქაერონავიგაცია Systems Interface Limited-გან იყიდის:

1.LC 1377ALocal Control (19404) – 1ცალი;

2. MO 1374AMonitor (21201) – 1 ცალი

3.TX 1373A, Transmitter (19400) – 1 ცალი;

4.PS 1546A, Power Supply (22150) – 1 ცალი

5.Antenna GP (15050) – 1 ცალი

როგორც „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელის გოჩა მეზვრიშვილის წერილშია აღნიშნული, აღსანიშნავიარომ ინსტრუმენტალური დაფრენის სისტემა (IIS) გამოიყენებ საქართველოს საჰაერო სივრცეში გადამფრენი საჰაერო ხომალდების მომსახურებისათვის და მის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია ფრენების უსაფრთხოება, იმისათვის, რათა საფრთხე არ შეექმნას აღნიშნული მოწყობილობის გამართულ ფუნქციონირებას და შესაბამისად საფრთხე არ შეექმწას ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას საჭიროა ზემოაღნიშული სათადარიგო ნაწილები ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით შესყიდული იქნეს სისტემის მომწოდებელი კომპანიისგან.

ასევე, გათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სხვა მიმწოდებლის შემთხვევაში კომპანია Systenis Interface Limited-ი იხსნის პასუხისმგებლობას მოწოდებული სათადარიგო ნაწილების თავსებადობაზე არსებული სისტემასთან და მის უსაფრთხო და სრულყოფილ ფენქეიონირებაზე .