რომში ტიბერიუსის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა. იგი თითქმის 50 წელია რესტავრაციის პროცესში იყო.
ახლა ტურისტებს შეუძლიათ იმპერიულ სასახლეშიც შევიდნენ, რათა ნახონ, როგორ ცხოვრობდნენ ძველი რომის მმართველები. შენობა ნერონის ეპოქით თარიღდება, თუმცა მას ტიბერიუსის სახელი ჰქვია. ახლა ის თითქმის 2000 წლისაა.
სასახლისკენ მიმავალი გზა ვრცელ ბაღებში გადის. და პალატინის ბორცვიდან რომაული ფორუმის განსაცვიფრებელი ხედი იშლება. თავად სასახლე, როგორც ერთ-ერთმა რომაელმა პოეტმა I საუკუნეში თქვა, არის „დიდი, როგორც ცის სიდიადე“.

გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტებიც შიგნითაა გამოფენილი.
ტიბერიუსის სასახლე ღიაა ყოველდღე 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.