ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაწესდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა საქართველოს მოქალაქეების ფინეთში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები. კერძოდ: ფინეთში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სამუშაო, სასწავლო ან სხვა აუცილებელი მიზნისთვის.

ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება აუცილებელ ორ კვირიან თვითიზოლაციას. ასევე რეკომენდირებულია PCR ტესტის ჩატარება ქვეყანაში შესვლამდე 72 საათით ადრე და შესვლის შემდეგ 72 საათის განმავლობაში. ტესტირების პასუხის მიღებამდე მოქალაქე უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში. დადებითი პასუხის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება აუცილებელ კარანტინს.