2023 წლის ივნისში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და წლიურად 24% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი საგრძნობლად გაიზარდა და 342 ლარს გაუტოლდა.

2023 წლის ივნისში, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი, თიბისი ბანკის არხებით, კვლავ მაღალ ნიშნულზეა და 62% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.

ივნისში, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი რესტორნებსა და კაფეებში, თიბისი ბანკის არხებით, მზარდია და 2022 წელთან შედარებით 27% შეადგინა. ასევე გაიზარდა საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე, რომელიც 28 ლარს უტოლდება.

უნაღდო დანახარჯები გართობაზე, თიბისი ბანკის არხებით, გაუმჯობესდა და წლიურმა ზრდის ტემპმა 68% შეადგინა.