საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და თელავის აეროპორტს შორის კომერციული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა აეროპორტის ოპერირება სწორედ აეროპორტების გაერთიანებამ განახორციელოს. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია და რამდენიმე ფორმალური ნაწილიღა დარჩა.
ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, შიდა ფრენების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.
„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შიდა ავიარეისებზე ტენდერის გამოცხადების თარიღი გადავადდა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ შიდა ავიაციის და ზოგადად ქართული ავიაციის სტრატეგიაზე, რომელიც ასევე მოიცავს ადგილობრივი აეროპორტების განვითარებას. მიმდინარეობს მოლაპარაკება თელავის აეროპორტის ჩვენი ოპერირების ქვეშ გადმოტანაზე და მართვაში აღებაზე. თუ ეს პროექტი განხორციელდა რა თქმა უნდა გვექნება სურვილი იმის, რომ თელავიც დავაკავშიროთ სხვა ქალაქებს.
იქიდან გამომიდინარე, რომ დღეს ჩვენ ფრენები გაქვს: თბილისი-მესტია, თბილისი-ამბროლაური, მესტია-ქუთაისი, თბილისი-ბათუმი – ეს არის ძირითადი მიმართულებები რაზეც დღეს ვოპერირებთ და გვაქვს სურვილი, რომ დავამატო და თუ თელავის აეროპორტი დაემატება გაქვს სურვილი, რომ თელავი ბათუმი, თელავი-მესტია, თელავი ამბროლაური შევასრულოთ“, აცხადებს ქარქაშაძე.
მისი განმარტებითვე, „შიდა ფრენები იქნება შენარჩუნებული, მგზავრებისთვის ეს იქნება მინიმალური დისკომფორტი და არ ვგეგმავთ, რომ რაიმე წყვეტა იყოს ამ მიმართულებით“.