საუდის არაბეთის მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) ბადრ ბინ სალეჰ ალ-სუკრი საავიაციო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს. ამის შესახებ საუდის არაბეთის პრესის სააგენტო იტყობინება.

კენჭისყრა გაიმართა მონრეალში, ICAO-ს საბჭოს 229-ე სესიის მე-6 სხდომაზე. სააგენტოს ცნობით, საუდის არაბეთის წარმომადგენლის არჩევა საავიაციო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელად „მიუთითებს სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში“. კერძოდ, საუდის არაბეთმა დააინიციირა საავიაციო უსაფრთხოების კოოპერატიული პროგრამა ახლო აღმოსავლეთში და განათავსა ახლო აღმოსავლეთის რეგიონული უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზაციის შტაბ-ბინა რიადში, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტო, 1944 წლის 7 დეკემბერს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციის ხელმოწერის შედეგად ჩიკაგოში შეიქმნა. საუდის არაბეთი ორგანიზაციის წევრია 1962 წლიდან. 1980 წლის თებერვალში სამეფომ შექმნა მუდმივი მისია ICAO-ში და ექვსი წლის შემდეგ არჩეულ იქნა ორგანიზაციის მმართველ საბჭოში.