ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი რუსული ავაკომპანიების მიერ დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების 400-ზე მეტი იჯარით აღებული თვითმფრინავის დაბრუნების ვადა ამოიწურა.

უცხოელი მეიჯარეები იმედს კარგავენ, რომ ისინი თვითმფრინავებს დააბრუნებენ. ამ საჰაერო ხომალდების უმეტესობა კვლავ დაფრინავს რუსეთის შიდა მარშრუტებზე, თუმცა ბერმუდის და ირლანდიის რეესტრებმა, სადაც ეს თვითმფრინავებია რეგისტრირებული მათ საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატი ჩამოართვა.

”მეშინია, რომ ჩვენ გავხდებით თვითმფრინავების ყველაზე დიდი ქურდობის მომსწრე კომერციული სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში,” – თქვა სინგაპურის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის ასისტენტმა, პროფესორმა ვლადიმერ ბელოტკაჩმა.

საჰაერო ხომალდების ორმაგი რეგისტრაცია აკრძალულია საერთაშორისო წესებით, მაგრამ რუსეთმა უცხოური საჰაერო ხომალდები საკუთარ რეესტრში უკვე შეიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავები დაზღვეულია, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პოტენციური ზარალის უპრეცედენტო მასშტაბიდან გამომდინარე, მეიჯარესა და მზღვეველს შორის სასამართლო დავები იქნება.

უცხოელი მეიჯარეები რუსეთს 500-ზე მეტი თვითმფრინავის დაბრუნებას სთხოვდნენ