საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ფრენის დროს მგზავრის მიერ ნახშირბადის გამონაბოლქვის რაოდენობის გამოსათვლელად ახალი მეთოდოლოგია შექმნა

კორპორატიულ მყიდველებს ახლა აქვთ “ზუსტი და სტანდარტიზებული“ გზა მოგზაურობისას CO2-ის გამონაბოლქვი გაზომონ, რათა შეაფასონ ნახშირბადის კვალი მისი შემცირების მიზნებთან მიმართებაში.

“მეთოდოლოგია დაეხმარება კორპორატიულ კლიენტებს გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი ეკოლოგიურად სუფთა ფრენებთან დაკავშირებით. ასევე მიიღონ გადაწყვეტილება ინვესტიციის განხორციელებაზე ნახშირბადის კომპენსირებასთან დაკავშირებით თუ “მწვანე საწვავის” (SAF) მიმართულებით“, – განმარტა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა.

IATA-ს ახალი სტანდარტი ითვალისწინებს რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის საწვავის მოხმარების გაზომვას, CO2 ემისიის გამოთვლებს და SAF-ის გამოყენებას.

“არსებული ბევრი მეთოდოლოგია ქმნის დაბნეულობას და ამცირებს მომხმარებელთა ნდობას. ავიაციაში ნახშირბადის გამონაბოლქვის გამოთვლის ერთი სტანდარტის შეთავაზებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ სფეროს სიზუსტის და გამჭვირვალობის მიღწევაში“, – დასძინა  უოლშმა.