ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში ტურისტული აქტივობა ზაფხულში იზრდებოდა, დანარჩენ მსოფლიოში კი სტაგნაცია შეინიშნებოდა. ამავდროულად, შეფერხებები გაგრძელდა ექსტრემალური ამინდის პირობებისა და აეროპორტებში პერსონალის ნაკლებობის გამო, ამის შესახებ Global Trends Report-ში წერია, რომელიც კომპანია FCM Consulting-ის მიერაა მომზადებული.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შიდა საჰაერო მგზავრობაზე მოთხოვნა მაღალია უმეტეს ძირითად ბაზრებზე. მაგალითად, ჩინეთში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ით დაბალია, ვიდრე 2019 წლის მაჩვენებლები. იაპონიაში ზრდა 20%-ის დონეზე იყო, ინდოეთში კი 13%-ის. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს დინამიკა, სხვა საკითხებთან ერთად, განპირობებულია ავიაკომპანიების კონკურენციითა და ეკონომიკური კლიმატით.

ასევე, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შიდა ფრენებზე ადგილების რაოდენობა გაიზარდა 6,9%-ით, მაგრამ საერთაშორისო მარშრუტებზე ის კვლავ დაბალია პანდემიამდელ მნიშვნელობებთან შედარებით (-22,5%). ახლო აღმოსავლეთში დაფიქსირდა ბიზნეს კლასის ფასების ყველაზე მაღალი ზრდა (29%), შემდეგ მოდის ავსტრალია და ახალი ზელანდია (27%), შემდგომ კი აზია (19%).

შანხაის ჰონგქიაოს საერთაშორისო აეროპორტიდან სინგაპურის მიმართულებით რეისებზე მოთხოვნის ზრდა რეკორდული იყო – 37%, საჰაერო მარშრუტებზე მუმბაიდან ლონდონში და შანხაის პუდონგის საერთაშორისო აეროპორტიდან სინგაპურში – 20%.

2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში სასტუმრო ნომრების საშუალო ტარიფები მსოფლიოში 3-12%-ით გაიზარდა: ევროპაში – 12%-ით, ჩრდილოეთ ამერიკაში – 5%-ით და ლათინურ ამერიკაში 3%-ით. კლება დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში – 19%-ით, ასევე აზიაში – 2%-ით.

ტოკიო რჩება ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად აზიაში საცხოვრებლად, საშუალო ფასით 286 აშშ დოლარი ღამეში, შემდეგ მოდის სინგაპური 260 დოლარი ღამით.

სასტუმრო ნომრების ღირებულება ჩინეთში ყველაზე მეტად გაიზარდა რეგიონში: პეკინში 12%-ით 175 დოლარამდე ღამეში (2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით). ჰონგ კონგში გაიზარდა 10%-ით $246-მდე, ხოლო შანხაიში გაიზარდა 5%-ით $140-მდე ღამეში.

წლის დასაწყისიდან ივნისის ჩათვლით სასტუმროების გლობალური დატვირთვა 63,3%-ს შეადგენდა, რაც  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებლის 96%-ით აღდგენაა.