ხუთი კაბისგან შემდგარი კოლექცია სპეციალურად Air France-ისთვის – 7 ოქტომბერს ავიაკომპანია 90 წლის იუბილეს ზეიმობს. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად, Xavier Ronze-მ, პარიზის ოპერისა და ბალეტის კოსტუმების დიზაინის ხელმძღვანელმა, შექმნა ხუთი კაბისგან კოლექცია, რომელიც კომპანიის ლეგენდარულ ისტორიას განასახიერებს.

“28 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, Air France იქნება ყურადღების ცენტრში Galeries Lafayette Paris Haussmann გამართულ გამოფენაზე, სადაც მაღაზიის დიდ ფანჯრებში გამოფენელი იქნება აღნიშნული კაბების კოლექცია”, – ნათქვამია APG Georgia-ს ოფიციალურ FB გვერდზე.

Air France ოფიციალურად 1933 წლის 7 ოქტომბერს დაარსდა – Air Orient-ის, Air Union-ის, Société Générale de Transports Aériens-ის, Compagnie Internationale de Navigation Aérienne-ისა და Aéropostale-ის შეთანხმების საფუძველზე.

მას შემდეგ, ავიაკომპანია აგრძელებს თავისი ლეგენდის შექმნას ფრანგული მოგზაურობის ხელოვნების პოპულარიზაციის გზით მთელ მსოფლიოში.

Air France მგზავრებს სთავაზობს ყოველდღიურად დაახლოებით 1000 ფრენას 200 მიმართულებაზე, 240-ზე მეტი თვითმფრინავის ფლოტით