ევროკავშირმა საქართველო COVID-19-სგან​ უსაფრთხო ქვეყნებს შორის უკვე მესამედ დაასახელა.

✅ საქართველო ისევ უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან:

? საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გასაკონტროლებლად, იყო დროული.

? ევროპის არცერთ ქვეყანას არ გაუცია ნეგატიური რეკომენდაცია პანდემიის პირობებში საქართველოსთან მიმართებაში.

? საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ევროპის საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში, არის იგივე ან უკეთესი – შემთხვევების საერთო რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე არ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.

? ქვეყანამ უზრუნველყო მოქალაქეების სოციალური დისტანციის დაცვა და გადადგა ქმედითი ნაბიჯები პანდემიის პირობებში მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

? საქართველოს აეროპორტები, სადაც აღდგება ფრენები, აკმაყოფილებენ ICAO სტანდარტებს – რომელიც წარმოადგენს გაეროს (UN) მიერ განსაზღვრულ საჰაერო ტრანსპორტის დაგეგმვისა და განვითარებას და ასევე, უსაფრთხო მოგზაურობის საერთაშორისო სტანდარტებს.

? ის აეროპორტები, რომლებიც მიიღებენ/გაამგზავრებენ მოგზაურებს, არის ევროპის უსაფრთხო ავიაციის (European Union Aviation Safety EASA) სიაში – რომელიც მსოფლიო პანდემიის დროს, სხვა მანამდე არსებულ რეგულაციებთან ერთად, ითვალისწინებს უსაფრთხოების იმ სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრულია COVID-19-ის გადაცემის რისკის შემცირების მიზნით