უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი უახლოესი 5 წლის განმავლობაში გეგმავს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ავიაკომპანიად ჩამოყალიბდეს. ავიაკომპანიის გეგმებშია ასევე, რომ 5 წლის განმავლობაში უკრაინის ავიაბაზარზე მისმა წილმა 50%-ს მიაღწიოს.

SkyUp Airlines-ში აცხადებენ, რომ სურთ 2021 წლისთვის პუნქტუალურობის მაჩვენებელი, სტაბილურად 85-95%-მდე გაზარდოს, 2022 წლისთვის კი ავიაფლოტს 5-7 საჰაერო ხომალდი დაამატოს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი რეგულარულ და ჩარტერულ ავიარეისებს, “ლოუკოსტერ” მოდელით ანხორციელებს. SkyUp Airlines-ი ​2017 წლის ივნისში დაფუნდა, ხოლო პირველი ფრენა 2018 წლის 21 მაისს განახორციელა.SkyUp Airlines-თვის საქართველო ერთ-ერი პირველი მიმართულება იყო, სადაც ჯერ ჩარტერული რეისების, ხოლო შემდეგ რეგულარული ფრენების განხორციელება დაიწყო.

SkyUp Airlines-ის ავიაპარკი ამ დროისათვის 11 ერთეულ მხოლოდ Boeing-ის ტიპის თვითმფრინავს აერთიანებს.