ავიაკომპანია Georgian Airways-ი, მიმდინარე ტურისტილ სეზონზე,  თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით,  Georgian Airways-ი ფრენებს 10 აგვისტოდან სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას, განახორციელებს. რაც შეეხება ავიაბილეთის ფასს, Georgian Airways-ის ინფორმაციით, ბილეთის ფასი (ერთი გზა) 99 ლარიდანაა. 

ბილეთის შესაძენად ან მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ Georgian Airways-ის ოფიციალურ ვებ გვერდს, ან გაყიდვის ოფისებს!

შეგახსენებთ, რომ თბილისი-ბათუმი-თბილისის მარშრუტზე ოპერირებს ასევე ავიაკომპანია Ak-Air-ი.