COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენები განაახლა.

პირველი რეგულარული ფრენა 3 აგვისტოს შესრულდა და Lufthansa-მ მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოიყვანა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, Lufthansa-ს თბილისი-მიუნხენის რეისით 156 მგზავრმა ისარგებლა.

აეროპორტში მოსულ მგზავრებს, TAV-ის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.

ავიაკომპანია რეისებს Airbus A321-200 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
✔️ მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
✔️ თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

🇩🇪✈️🇬🇪 3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენები განაახლა. მიუნხენიდან…

Posted by Tbilisi and Batumi International Airports on კვირა, 02 აგვისტო, 2020