ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში, სააღდგომო პროგრამის ფარგლებში, მასშტაბური ინტერაქტიული არტ-ინსტალაცია სახელწოდებით „A Moment to Purr“ (წამი კრუტუნისთვის) გაიხსნა. პროექტის მთავარი ობიექტი მძინარე წითური კატაა, რომელიც ტურისტებს პირველი ტერმინალის ჩამოსვლის დარბაზში ხვდება. ინსტალაცია შთამბეჭდავი ზომებით გამოირჩევა: მისი სიგრძე რვა მეტრია, სიგანე შვიდი, ხოლო სიმაღლე 3,5 მეტრი. განსაკუთრებული ეფექტისთვის კატას ყურები და კუდიც კი უმოძრავებს.
მგზავრებს საშუალება აქვთ, ციფრული ინტერფეისის მეშვეობით „გამოკვებონ“ გიგანტური შინაური ცხოველი და მასთან ინტერაქციაში შევიდნენ. კატა ადამიანების ქმედებებს საპასუხო რეაქციებით პასუხობს და ცოცხალი არსების ქცევას იმეორებს. აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, პროექტის მიზანი ხანგრძლივი ფრენის შემდეგ მგზავრების დასვენება, სტრესის შემცირება და მათთვის სიმყუდროვისა და სითბოს განცდის შექმნაა. გიგანტური კატის ნახვა და მასთან თამაში მოგზაურებს 2026 წლის 2 მაისამდე შეეძლებათ.












