2050 წლისთვის ევროპაში წყალბადით მომუშავე ავიაციის ოპერირების ღირებულებამ შესაძლოა 299 მილიარდ ევროს (323,4 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწიოს. უფრო მეტიც, H2-ზე მომუშავე თვითმფრინავის შექმნას ამ თანხის მხოლოდ 5% დასჭირდება. ასეთი შეფასებები მოცემულია ახალ კვლევაში, რომელიც ტრანსპორტზე ორიენტირებული გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Transport & Environment (T&E) მიერაა შემუშავებული.

Steer group-ის მიერ ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავდა ევროპაში „წყალბადიანი“ თვითმფრინავების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკვლევას.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ძირითადი ხარჯები ავიაციის ფარგლებს გარეთაა და დაკავშირებულია “მწვანე” წყალბადის ეკონომიკის საერთო მასშტაბურ განვითარებასთან. სავარაუდო ხარჯების ნახევარზე მეტი აუცილებელია წყალბადის ეკოლოგიურად წარმოების ორგანიზებისთვის, კიდევ 23% – წყალბადის გათხევადებისთვის (აიროვანი წყალბადის გაციება თხევად მდგომარეობაში). აეროპორტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება ხარჯების 12%-ს, ხოლო აეროპორტებში ამ ტიპის საწვავის მიწოდებაზე 6%-ს შეადგენს.

წყალბადის თვითმფრინავების განვითარებაში ინვესტიციები 2035 წლამდე უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მათი წარმატების საფრთხის ქვეშ დაყენების რისკი, გვაფრთხილებს T&E.

კვლევამ აჩვენა, რომ 2035 წლიდან წყალბადით მომუშავე თვითმფრინავები შეიძლება უფრო იაფი იყოს, ვიდრე საავიაციო ნავთზე მომუშავე თვითმფრინავები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნავთი დაიბეგრება. ამის გარეშე წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების საოპერაციო ხარჯები 8%-ით მეტი იქნებოდა, – მიიჩნევენ T&E-ში.

„საავიაციო საწვავზე და ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის გადასახადის გათვალისწინებით, წყალბადის თვითმფრინავების ექსპლუატაცია შეიძლება 2%-ით იაფი გახდეს, ვიდრე მათი საავიაციო ნავთზე მომუშავე კოლეგები. ეს ზომები საკვანძოა ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვისთვის, როგორიცაა წყალბადის საწვავი თვითმფრინავები“, – განმარტავენ T&E-ში.