მოგზაურობისთვის განკუთვნილმა ვებგვერდმა TripAdvisor-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების რეიტინგი Traveller’s Choice Best of the Best Hotels შეადგინა. სია ეფუძნება 2022 წლის მიმოხილვის მონაცემებს, ჯამში 1,5 მილიონი სასტუმროს განხილვა მოხდა.

გასულ წელს TripAdvisor-ის რეიტინგის ლიდერი კოსტა-რიკის სასტუმრო Tulemar Bungalows & Villas გახდა, თუმცა ამჯერად ის ტოპ 10-შიც კი არ არის.

ახლა რეიტინგის სათავეში ინდოეთში, ჯაიპურში მდებარე სასტუმრო Rambagh Palace-ია. აღნიშნულმა ობიექტმა მოიპოვა სრული ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი ხუთი ათასზე მეტი სტუმრის მიმოხილვის საფუძველზე.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს საუკეთესო 10 სასტუმროს TripAdvisor-ის მიხედვით:

1. Rambagh Palace

2. Ozen Reserve Bolifushi

3. Hotel Colline de France

4. Shangri-La The Shard

5. The Ritz-Carlton

6. JW Marriott Marquis Hotel

7. Romance Istanbul Hotel

8. Ikos Dassia

9. Ikos Andalusia

10. Padma Resort Ubud