Mastercard, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს და მათზე მორგებულ საინტერესო აქციებსა თუ ფასდაკლებებს სთავაზობს. სწორედ ახლა, როცა ჩვენი უმრავლესობა საზაფხულო დასვენებას გეგმავს და საოცნებო მიმართულებას ირჩევს, Mastercard-ის სამოგზაურო შეთავაზებებით გვანებივრებს. ზაფხული ხომ მოგზაურებისთვის ყველაზე მოთხოვნადი სეზონია! სეზონი, როდესაც თითოეული ჩვენგანი გულით არჩევს სამახსოვრო საჩუქრებს საყვარელი ადამიანებისათვის.

სწორედ ამიტომ, Duty Free კატეგორიაში, Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ:

· 1 ივნისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, გააკეთე შენაძენი Duty Free-ში, გადაიხადე Mastercard World Elite-ის ბარათით და მიიღე 10$ ფიქსირებული ქეშბექი 100$ (ან მეტი) შენაძენზე;
· დაიმახსოვრე, რომ თითოეულ ბარათზე, ქეშბექი თვეში 2-ჯერ იქნება ხელმისაწვდომი.
· შეთავაზება მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ Duty Free*-ში, საქართველოს გარდა.

შეგახსენებთ, რომ Mastercard World Elite-ის ბარათის მფლობელები, მთელი წლის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით, უამრავი სხვადასხვა ფასდაკლებითა და საინტერესო შეთავაზებით ისარგებლებენ. მათ შორისაა: უფასო და შეუზღუდავი წვდომა 1200 აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯზე, დაჩქარებული სასაზღვრო პროცედურები, ფასდაკლება როუმინგის ინტერნეტ პაკეტებზე, www.booking.com -ის ჯავშნებსა და ავტომობილის ქირაობაზე, დეტალების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://mastercard-privileges.com/

იმოგზაურე Mastercard-თან ერთად, შექმენი შეუფასებელი მოგონებები და გაუკეთე საჩუქარი ყველაზე ძვირფას ადამიანებს!

*შეთავაზება ვრცელდება იმ Duty Free-ზე, რომელიც რეგისტრირებულია Duty Free-ის MCC-ში და რომელსაც აქვს სავაჭრო კოდი 5309. Mastercard არ იღებს პასუხისმგებლობას იმ Duty Free-ებზე, რომლებიც არ არის რეგისტრირებული აღნიშნულ MCC-ში.

####

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com