თურქეთი სამოქალაქო ავიაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს. თუ კი კანონპროექტი დამტკიცდება, ქვეყნის აეროპორტებში შემოწმებების პროცესი გამკაცრდება.
ამგვარად, კანონპროექტის მიხედვით, ყველა მგზავრის შემოწმება სპეციალური აპარატის გამოყენებით მოხდება. თუ მოწყობილობის გამოყენებით ინსპექტირება საკმარისი არ იქნება, შესაძლებელია მგზავრის ხელით შემოწმებაც.
თუ კი მგზავრი უარს იტყვის ნივთების გაჩხრეკაზე, მაშინ ის შეიძლება ბორტზე არ დაუშვან.
თურქეთის მთავარ აეროპორტებს უკვე აქვთ ორი უსაფრთხოების პუნქტი. პირველად თქვენი ბარგი შემოწმდება საზოგადოებრივი ადგილის შესასვლელთან, მეორედ – დოკუმენტების შემოწმების შემდეგ. მათ სურთ ინსპექტირების პრაქტიკა გაავრცელონ თურქეთის რეგიონულ აეროპორტებზე.
ჯერჯერობით ცვლილებები მიღებული არ არის.