საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-აპრილში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 34%-იანი ზრდა აჩვენეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 1 946 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით მეტია 2023 წლის პირველი 4 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 101%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-აპროლში 1 452 670 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-აპრილში 967 530 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-აპრილში 1 482 723 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-აპრილში კი 1 946 881 მგზავრს.

2024 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 278 274მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-აპრილის აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2023 წლის იანვარ-აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 975 989 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 678 386 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-აპრილში კი 1 136 198  მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის ოთხ თვის 2019 წლის ოთხ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 12%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 88%-იანი ზრდა.

2019 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 84%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის იანვარ-აპრილში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 162 699 მგზავრი გაატარა, რაც 34%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის ოთხი თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 121 237 მგზავრს, 2022 წლის იანვარ-აპრილში 104 115 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-აპრილში კი 88 432 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 121%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 32%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 175%-იანი ზრდა

2019 წლის 4 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 224 314 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-აპრილში 180 183 მგზავრს, 2023 წლის 4 თვეში 375 483 მგზავრს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 495 235 მგზავრს.