ავიაკომპანია Qatar Airways-ის Boeing 787-9 Dreamliner-ი, რომელიც დოჰიდან დუბლინის მიმართულებით ასრულებდა რეისს, თურქეთის თავზე ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა.

შედეგად თორმეტმა ადამიანმა: ექვსმა მგზავრმა და ეკიპაჟის ექვსმა წევრმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. რეისის დასრულების შემდეგ რვა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გასულ კვირაში, Singapore Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან სინგაპურში მიფრინავდა, ტაილანდის მიდამოში მძიმე ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა (გულის შეტევით) და დაშავდა 30-ზე მეტი მგზავრი. შვიდი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ზაფხული გაზრდილი ჭექა-ქუხილის სეზონია.