2021 წლის 7 სექტემბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს, ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საფრენოსნო სკოლა F AIR-ს შორის.

მემორანდუმის საგანს წარმოადგენს საქართველოში მიღებული განათლების აღიარება და მის საფუძველზე ჩეხეთის რესპუბლიკაში ევროპული სტანდარტის (EASA) ავიასპეციალისტის ლიცენზიის გაცემა, ასევე სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა.  

მემორანდუმი გულისხმობს მომავალში სტრატეგიულ თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით.