საქაერონავიგაცია ფრანგულ კომპანია ADPI-სთან თანამშრომლობას აგრძელებს. ამჯერად შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საპროექტო მომსახურების შესყიდვა. კერძოდ, ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამიმოსვლო ბილიკის შუქ-ტექნიკური სისტემის პროექტის გაფართოება/მოდიფიკაცია ახალი სამიმოსვლო ბილიკის დამატებით.

აღნიშნული შესყიდვის განხორციელებას საქაერონავიგაცია გამარტივებული შესყიდვის წესით ითხოვს და ამ მიმდინარე გარიგებას 52 350 აშშ დოლარად აფასებს.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023-2024 წლებში დაგეგმილია ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკ E-ზე ხელოვნური საფარის შეცვლა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან მიერთების ადგილზე მოსაბრუნებელი მოედნის მოწყობა.
„რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს შუქ-ტექნიკური სანათების ახალი სქემით განლაგებას. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული სამიმოვლო ბილიკის შუქ-ტექნიკური სისტემით აღჭურვა და პროექტირების შესყიდვის საკითხი, რისთვისაც აუცილებელია მომზადდეს შესაბამისი პროექტი, რაც მოიაზრებს არსებული პროექტის გაფართოებას/მოდიფიკაციას.

შპს ,,საქაერონავიგაციის” მიერ შუქ-ტექნიკური სისტემების პროექტირების მომსახურება შესყიდული იქნა კომპანია “ADPI” -სგან (ხელშეკრულება #MOMS/04/07/15, 02.07.2015, CMR150127902). 2018 წელს შესყიდული იქნა აღნიშნული პროექტის გაფართოება/მოდერნიზების პროექტირების მომსახურება (ასარენ-დასაფრენის ზოლის 13R კურსით მიახლოების შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების მიზნით, ხელშეკრულება N MOMS/ 11/03/18, 02.03.2018, CMR180077811), აგრეთვე შესყიდულ იქნა სამიმოსვლო ბილიკის შუქ-ტექნიკური სისტემის პროექტის გაფართოების მომსახურება (MOMS/01/11/20 13.11.2020).
მოწოდებული პროექტი წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას, შესაბამისად მისი ნებისმიერი სახით ცვლილება/მოდიფიკაცია/გაფართოება/განახლება, წარმოადგენს მის ექსკლუზიურ უფლებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.