ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი დიდ ბრიტანეთში ოპერირების შეწყვეტით იმუქრება. Ryanair ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ო ლეარის განცხადებით, ბრიტანეთის განახლებულმა ფისკალურმა პოლიტიკამ შესაძლოა ქვეყანა გააკოტროს, ხოლო ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდამ, გაერთიანებული სამეფოს ფუნტის კურსის ვარდნასთან ერთად, შესაძლოა, ავიაკომპანია აიძულოს, დატოვოს დიდი ბრიტანეთის ბაზარი.
Ryanair-ის აღმასრულებელმა დირქტორმა ედი უილსონმა მანამდეც განაცხადა, რომ ავიაკომპანია დატოვებდა დიდი ბრიტანეთის ბაზარს, თუ ეკონომიკური პირობები გაუარესებას განაგრძობდა და დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებით მგზავრობაზე მოთხოვნა ვარდნას განაგრძობდა. Ryanair-ი მზადაა, დიდ ბრიტანეთში ბაზირებული საჰაერო ხომალდი თავისი 36 ევროპული ბაზიდან ნებისმიერში გადაიყვანოს.
Ryanair-ს (დუბლინი და ლონდონი) დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 11 ბაზა აქვს, ბირმინგემის, ბორნმაუთის, ბრისტოლის, აღმოსავლეთ მიდლენდის, ედინბურგის, გლაზგოს, ლიდსის, ლივერპულის, ლონდონის ლუტონის, ლონდონის სტანსედის და მანჩესტერის აეროპორტებში. ავიაკომპანიის ევროპული ბაზრები ევროპის 12 ქვეყანაში მდებარეობს.
არსებული სტატისტიკით, დიდი ბრიტანეთის შიდა და საერთაშორისო ფრენების ბაზარს 18,83%-ით easyJet-ი აკონტროლებს, Ryanair-ის საბაზრო წილი – 17%, ხოლო British Airways-ის – 16,6%-ია.