ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia-ს კუთვნილმა საჰაერო ხომალდმა საფრანგეთში დაშვებისას წინა საბურავები დაკარგა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბოინგ-737 ტიპის საჰაერო ხომალდი საფრანგეთის ნანტესის აეროპორტში დაეშვა.
საჰაერო ხომალდი სამიმოსვლო ბილიკზე გაჩერდა და მგზავრების ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.