იშვიათია სიტუაცია, როდესაც თვითმფრინავის ყველა, სამი თუ ოთხი ძრავი მწყობრიდან გამოდის. თუმცა ხანდახან ასეც ხდება. ამიტომ საინტერესოა რა მანძილის დაფარვას შეძლებს თვითმფრინავი, რომლის არცერთი ძრავი არ მუშაობს.

დღესდღეობით თვითმფრინავების მწყობრიდან გამოსვლის 80%-ი „ადამიანური შეცდომის“ ბრალია“. მართალია ძრავის დაზიანება დიდი იშვიათობაა, მაგრამ რისკი ყოველთვის არსებობს. მაგალითად, არსებობს თვითმფრინავის ძრავაში ფრინველთა გუნდის შეფრენის საშიშროება. ასეთ დროს პილოტებს ერთადერთი გამოსავალი აქვთ: უახლოეს აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელონ. მსგავსი ინციდენტი 2019 წელს მოხდა, როდესაც ავიალაინერ Airbus A321-ს ფრინველების გუნდი დაეჯახა, რის გამოც პილოტს „ჟუკოვსკის“ აეროპორტის მახლობლად მყოფ სიმინდის ყანაში მოუწია თვითმფრინავის დაშვება.

საინტერესოა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის ყველა ძრავი აეროპორტიდან შორს, მაღალ სიმაღლეზე შეწყვეტს მუშაობას. როგორც წესი, მსგავს ფორსმაჟორულ სიტუაციებში ყველაფერი პილოტზეა დამოკიდებული. მის არჩევანზეა სიჩქარეს შეინარჩუნებს და სიმაღლეს დაკარგავს, თუ პირიქით – სიმაღლეს შეინარჩუნებს და სიჩქარეს დაკარგავს.

პილოტი, რომელიც შენელებას გადაწყვეტს, სიმაღლეზე თვალის დევნება მოუწევს. ამ შემთხვევაში ლაინერის მიერ დაფარული მანძილი ფრენის სიმაღლეზე, ამინდსა და აეროდინამიკის ხარისხზეა დამოკიდებული. კომერციული თვითმფრინავები საშუალოდ 10 კილომეტრ სიმაღლეზე დაფრინავენ, ამიტომ ქარის არარსებობის შემთხვევაში მიწასთან შეხებამდე დაახლოებით 150-200 კმ-ს დაფარვა შეუძლიათ.