ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა ტრაპიზონის საერთაშორისო აეროპორტის გავლით საზღვარგარეთის ქვეყნებში გამგზავრებისას, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
ზოგიერთი ქვეყანა (მაგ: გერმანია) ითხოვს COVID-19-ზე PSR ტესტის პასუხს, რომელიც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში ჩასვლამდე არაუგვიანეს 48 საათით ადრე;
✅ ტრაპიზონის აეროპორტიდან გამგზავრება უნდა მოხდეს საქართველოდან თურქეთში შემოსვლის დღეს, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა მიმღებმა ქვეყანამ მოითხოვოს COVID-19-ზე ტესტის ხელმეორედ, ამჯერად თურქეთში ჩატარება, რომლის პასუხიც ცნობილი ხდება 24 საათში, რის გამოც მოქალაქეს შესაძლოა გაუუქმდეს თვითმფრინავის ბილეთი ან მოქალაქე იძულებული გახდება გადაცვალოს ბილეთი, თანხის დამატების სანაცვლოდ!
“გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ თურქეთიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით გამგზავრებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, ცალკეული ქვეყნები ხშირად ცვლიან; აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეებმა თურქეთში გამომგზავრებამდე პერიოდულად უნდა გადაამოწმონ COVID-19-ის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია”, – აცხადებენ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოში.