ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ტურიზმის ასოციაციებსა და ტუროპერატორებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებს მაია ომიაძემ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე იმსჯელეს დარგში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.