Ryanair-მა მარეგულირებელთან პოზიციები დათმო. როგორც ნიდერლანდების მომხმარებელთა და ბაზრის უწყების (ACM) მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ Ryanair-ის შეცდომაში შემყვანი კომერციული პრაქტიკა სრულდება. საკითხი ეხება CO2-ის კომპენსაციის (ნახშირბადის კომპენსაციის) სქემას, რომელსაც Ryanair სთავაზობს მომხმარებლებს ბილეთების ონლაინ დაჯავშნისას.

CO2-ის კომპენსაციასთან დაკავშირებული განცხადებები უნდა იყოს სწორი, ნათელი და სრული. მომხმარებლისთვის ცხადი უნდა იყოს, თუ როგორ ხდება CO2 კომპენსაცია, რამდენი CO2 არის კომპენსირებული, როგორ გამოითვლება ეს და არის თუ არა სერტიფიცირებული.

ACM ახორციელებს ამ წესების დაცვას.

ACM-მ ჩაატარა მოკვლევა ავიაინდუსტრიაში „CO2-ის კომპენსაციის მოთხოვნებთან“. მისი ერთ-ერთი დასკვნა იყო ის, რომ Ryanair-მა გამოიყენა ისეთი განცხადებები, როგორიც არის ‘Fly greener“, ამ განცხადებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ მომხმარებლებს ეკოლოგიურად ფრენა Ryanair-ით. Ryanair-მა შემდგომში ითანამშრომლა უწყებასთან და განახორციელა ცვლილებები განცხადებებში, რომელიც განთავსებული ჰქონდა თავის ვებსაიტზე, რათა თავიდან აეცილებინა შესაძლო შეცდომაში შემყვანი პრაქტიკა.

მომხმარებელს უნდა შეეძლოს მდგრადი არჩევანის გაკეთება თავდაჯერებულად. უწყების წინა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლებს არ ესმით ნახშირბადის ოფსეტური განცხადებები. მომხმარებლები არ არიან ერთადერთი, ვინც უნდა იყოს დაცული შეცდომაში შემყვანი განცხადებებისგან. ბიზნესები, რომლებიც ახორციელებენ მდგრადობის მცდელობებს, დაცული უნდა იყვნენ იმ ბიზნესებისგან, რომლებიც უსამართლოდ კონკურენციას უწევენ შეცდომაში შემყვანი განცხადებების გამოყენებით.