გერმანიამ საჰაერო ფოსტის 63-წლიანი ერა მას შემდეგ დაასრულა, რაც ქვეყნის საფოსტო ოპერატორმა Deutsche Post-მა ბოლო სამი შიდა საჰაერო მარშრუტი დახურა. აპრილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა წერილი მიწოდებული იქნება მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით.

ამ გადაწყვეტილების მიზეზებს შორის არის გარემო და წერილების სწრაფ მიწოდებაზე მოთხოვნის ვარდნა. Deutsche Post-ის ცნობით, სახმელეთო ტრანსპორტზე გადასვლა თვითმფრინავებთან შედარებით 80%-ით შეამცირებს ემისიებს, ხოლო ელექტრონული ფოსტისა და მყისიერი მესინჯერების მოხმარებასთან ერთად აღარ არის საჭირო მეორე დღეს მიმღებისთვის რეგულარული წერილების დაგზავნა.

Deutsche Post-მა გერმანიაში საჰაერო ფოსტის მიწოდება პირველად 1961 წელს დაიწყო. საჰაერო ხომალდები ახორციელებდნენ ტრანსპორტირებას ღამით, რის წყალობითაც წერილები ადრესატამდე მიდიოდა მეორე დღეს.

მაშინ საფოსტო გზავნილების ტრანსპორტირებას Lufthansa ახდენდა, გამონაკლისი იყო წერილები ბერლინში – რომელიც გადაჰქონდათ ამერიკული ავიაკომპანია PanAm-ის თვითმფრინავები, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ავიახაზებისთვის დედაქალაქში შესვლა აკრძალული იყო.

2005 წელს ფრანკფურტში Lufthansa-ს მთავარმა ცენტრმა ღამის ფრენების აკრძალვის გამო ფოსტის დამუშავება შეწყვიტა, ხოლო 2008 წლიდან Lufthansa-მ გერმანიაში საჰაერო ფოსტის მომსახურებას აღარ ახდენდა.

ინტერნეტის განვითარებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით წერილების სწრაფი მიწოდების მოთხოვნა საგრძნობლად შეცვალა.

გერმანიაში საჰაერო ფოსტის ეპოქის ბოლოს, 2024 წლის მარტში, დარჩა მხოლოდ სამი მარშრუტი – შტუტგარტი-ბერლინი, ჰანოვერი-მიუნხენი და ჰანოვერი-შტუტგარტი. ამ ხაზებს ემსახურებოდა ექვსი თვითმფრინავი, რომლებიც ყოველ ღამე 53 ტონა ფოსტას ატარებდნენ, რაც 1,5 მილიონი წერილის ეკვივალენტია.