თურქული რივიერა, იგივე ხმელთაშუა ზღვის თურქეთის სანაპირო ზოლი, ბუნების, ისტორიისა და კულტურის შერწყმის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ეს ტერიტორია მსოფლიოში ცნობილია შესანიშნავი მწვანე ბუნებით, პლაჟებით, თბილი მზითა და ლურჯი ზღვით. აღნიშნული მარშრუტი ტურისტებს საუკეთესო ოჯახურ დასვენებას სთავაზობს, სადაც მათ უამრავი საინტერესო ადგილი დახვდებათ.

ანტალია – თურქული რივიერას გული

ანტალია, თურქული რივიერას გული, თურქეთის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორისაა ოჯახური დასვენებისთვის. იგი კომფორტული და მდიდრული დასვენების ფართო არჩევანს გთავაზობთ.

მაგალითად, ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ სანამ თქვენ საინტერესო ადგილებს გაეცნობით, თქვენს შვილებს შეუძლიათ დატკბნენ აუზებითა და აკვაპარკებით და დაკავდნენ მრავალფეროვანი აქტივობებით. ამ მხრივ საინტერესოა ფერადი სასრიალოებითა და უამრავი აუზით გამორჩეულია ანტალიის ცნობილი აკვაპარკი, რომელიც ბავშვებისა და დიდებისთვის იდეალურ გასართობ და დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. აქვეა დელფინარიუმიც, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, დელფინებთან ერთად იცურაონ.

ანტალიაში ასევე უამრავი ცივილიზაციის კვალი დაგხვდებათ. აქ ნახავთ უძველეს ქალაქებს: კალეიჩი, პერგე, ტერმესოსი, ასპენდოსი და სხვ. სწორედ ეს ქალაქები აღწერენ ანტალიის უძველეს ისტორიას დღევანდელ დღემდე.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პირველი საქალაქთაშორისო ბილიკი არის ლიკიის გზა. ეს არის წმინდა პავლეს გზა, რომელიც მიჰყვება იმ მარშრუტს, რომელიც წმინდა პავლემ გამოიყენა ძველად ანატოლიაში ქრისტიანობის გასავრცელებლად. სწორედ ამ ბილიკებზე შეგიძლიათ ოჯახთან ერთად გაისეირნოთ და დატკბეთ ულამაზესი ხედებით. საინტერესოა აქ არსებული კარაინისა და დამლათაშის მღვიმეები, კანიონები, ეროვნული პარკები და სხვ.

მარშრუტები ეგეოსიდან ხმელთაშუა ზღვამდე

ეგეოსსა და ხმელთაშუა ზღვას აკავშირებს ულამაზესი ქალაქი მუღლა (თურქ. Muğla), რომელიც ასევე გამორჩეული ადგილია საოჯახო დასვებებისთვის.

აღსანიშნავია ბოდრუმი, სადაც შეძლებთ ნახოთ შუა საუკუნეების ბოდრუმის ციხე. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სწორედ ბოდრუმშუა იმ რესტორანთა ნაწილი, რომლებმაც მიშლენის უმაღლესი ხარისხის შეფასება მიიღეს.