უახლოეს მომავალში მალტადან მეზობელ კუნძულ გოზოსა და სიცილიაში საჰაერო ხომალდით (დირიჟაბლი) გამგზავრება იქნება შესაძლებელი. ბრიტანულმა კომპანია HybridAir Vehicles-მა Transport Malta-სთან სერვისების მიწოდებაზე დაიწყო მოლაპარაკებები.

დირიჟაბლს შეუძლია 100-მდე ადამიანის გადაყვანა. ის დაფრინავს ჩქაროსნული მატარებლის სიჩქარით, მაგრამ დიდ ხმაურს არ გამოსცემს. მას არ სჭირდება გრძელი სადესანტო ზოლი, ამიტომ გადამზიდავი კომპანიები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული დიდ აეროპორტებზე. სხვათა შორის, ასეთ ტრანსპორტს შეუძლია მავნე გამონაბოლქვის შემცირება 90%-მდე.

HAV გეგმავს წელიწადში 24 დირიჟაბლის წარმოებას. Air Nostrum Group-ი 10 დირიჟამის შეძენას აპირებს.

2016 წელს HAV-ის პირველადი ტესტები წარუმატებელი აღმოჩნდა.

დღეისათვის თქვენ შეგიძლიათ კუნძულ გოზოში ბორნით მიხვიდეთ, ხოლო სიცილიაში თვითმფრინავით ან ბორნით.