როგორც Global Force Technology-ის  წარმომადგენლებმა განაცხადეს, კომპანიამ შეიმუშავა პროექტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე თვითმფრინავების ძრავების და მცირე სამოქალაქო თვითმფრინავების წარმოების შესაქმნელად.
პროექტის მიზანია წარმოების დამკვიდრება ინდუსტრიის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მსოფლიოს საუკეთესო მწარმოებლებთან თანამშრომლობით.
კომპანია Global Force Technology ამ პროექტს ორი წელია ავითარებს, რა დროსაც საერთაშორისო პარტნიორებთან არაერთი კონტრაქტი დაიდო.
ბაზრის კვლევის საფუძველზე, წარმოება პირველი იქნება რეგიონში და მისი განხორციელება საშუალებას მისცემს მსოფლიო ბაზარზე გავიდეს. რაც თავის მხრივ გაზრდის აზერბაიჯანის, როგორც მაღალტექნოლოგიური საავიაციო პროდუქტების მწარმოებლის იმიჯს.
ამ დროისთვის, პროექტის განსახორციელებლისთვის საჭირო ნებართვებისა და სერტიფიკატების მისაღებად სამთავრობო ორგანოებში საჭირო დოკუმენტაცია უკვე წარდგენილია.
კომპანია Global Force Technology აზერბაიჯანში 2020 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა თვითმფრინავების აღჭურვილობის მომსახურება, ასევე კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება.