ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტმა ეკატერინბურგში ბაზირებულ რუსულ ავიაგადამზიდავს Ural Airlines-ს აშშ-ის ექსპორტის კონტროლის კანონმდებლობის დარღვევისთვის ექსპორტზე პრივილეგიები შეუზღუდა. ბრძანების თანახმად, ავიაკომპანიას არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის ექსპორტის რეგულაციებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებში, რაც ნიშნავს იმას, რომ Ural Airlines-ს ეკრძალება ნებისმიერი პროდუქციის ექსპორტი და რეექსპორტი აშშ-დან, ასევე, აშშ-ში წარმოებული ნებისმიერი საქონლის რეექსპორტი მესამე ქვეყნებიდან.
აშშ-ის ხელისუფლების სიაში ამჟამად 12 რუსული ავიაკომპანიაა. მათ შორის, Aeroflot, AirBridgeCargo, Aviastar-TU, Alrosa, Azur Air, Nordwind, Pegas Fly, Pobeda, Rossiya Airlines, Royal Flight, S7 Airlines და Utair.
აშშ-ის ექსპორტის კონტროლის კანონმდებლობის შესაბამისად, სიაში მოხვედრილ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ საწვავის შევწება, საჰაერო ხომალდის სათადარიგო ნაწილების შეძენა, ასევე ხომალდისთვის საჭირო სხვადასხვა სერვისით სარგებლობა უცხოური კომპანიებისგან.
რეგულაციების თანახმად, სიაში შესული ავიაკომპანიების კუთვნილი საჰაერო ხომალდისთვის მომსახურების გაწევამდე, კომპანიებმა შესაბამისი ნებართვა აშშ-ის ხელისუფლებისგან უნა მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი უნებართვო მომსახურება სხვადასხვა სახის, მათ შორის საპატიმრო სასჯელის ფასად დაუჯდებათ.