ავიაკომპანია Lufthansa დაგეგმილზე უკეთეს ფინანსურ შედეგებს ელოდება. გერმანული ავიაგადამზიდავი აცხადებს, რომ მოგზაურობასა და სატვირთო გადაზიდვებზე მზარდი მოთხოვნის წყალობით 2022 წლის მოგების სამიზნე მაჩვენებელი გააორმაგა.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მოგზაურობაზე მზარდი მოთხოვნის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც ნარჩუნდება და სატვირთო გადაზიდვებშიც რეკორდულ მაჩვენებლებს ელოდებიან.
გერმანული ავიახაზების ჯგუფის ინფორმაციით, თითქმის გაორმაგდა შემოსავალი 2022 წლის მესამე კვარტალში და 10,1 მილიარდ ევროს გადააჭარბა, კომპანიის მოგების მაჩვენებელი კი 1,1 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, როვა გასულ წელს ის 251 მილიონ ევროს შეადგენდა. წლის ბოლოსთვის კომპანია ვარაუდობს, რომ ისი მომგებიანობის მაჩვენებელი, დაგეგმილი 500 მილიონი ევროს აცვლად, 1 მილიარდი ევრო იქნება.